დავით ზალკალიანის შეფასებით, ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომ ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს, დიპლომატიური სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომ ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს, მნიშვნელოვანი განაცხადი და დიპლომატიური სამსახურის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხის ასეთ დონეზე აწევა საქართველოს ძალიან წაადგება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ჩვენი დიპლომატიური სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მსგავსი სახის ნაბიჯები იყოს გადადგმული.

ეს არის სწორედ ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი. მუდმივად ვაყენებთ მათთან შეხვედრებზე ამ საკითხს, რომ მეტი ჩართულობა იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე უსაფრთხოების თემებთან მიმართებაში და კონფლიქტებთან დაკავშირებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. დარწმუნებული ვართ, მეტი ყურადღება, მეტი აქტუალიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმტში, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის წარმომადგენელი აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მისია, რომელიც მოქმედებს საქართველოში. საკითხის ასეთ დონეზე აწევა ვფიქრობ ძალიან წაგვადგება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი, მისი სახელით, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს, რათა ევროკავშირმა აჩვენოს მზადყოფნა და ჩავერთოს რეგიონში მიმდინარე მოვლენებში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა