თეა წულუკიანი გელათზე - სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი შეუქცევადი იქნება, მაგრამ სადაც ზიანი შეუქცევადი არ არის, საკონსერვაციო საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ

სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი შეუქცევადი იქნება, მაგრამ სადაც ზიანი შეუქცევადი არ არის, საკონსერვაციო საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის კომპლექსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისმა სამინისტრომ 3 დღის წინ სპეციალისტები შეკრიბა და მათ შორის, შეთანხმების მიღწევა გააადვილა.

„ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის კომპლექსთან დაკავშირებით 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომელიც სრულად წარუმატებელი იყო, პასუხისმგებელი პირი ვეძიო. ამისთვის საქართველოს პროკურატურა არსებობს და ისინი გამოძიებას ახორციელებენ. ჩემი ფუნქციაა, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე გამოსავლის მოძებნა შევძლო. ამისათვის მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა კონსენსუსს მივაღწიეთ ფრესკის და კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტებთან, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, მიუხედავად ადრე მათ შორის აზრთა სხვადასხვაობისა იმ მეთოდთან დაკავშირებით, თუ კონსერვაცია როგორ უნდა მოხდეს. ასევე დასანანია, მაგრამ რეალობაა, თავად ამ სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს: რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი შეუქცევადი იქნება. მაგრამ იქ სადაც ზიანი შეუქცევადი არ არის, ჩვენ საკონსერვაციო საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ სამინისტრომ შევძელით, რომ 3 დღის წინ სპეციალისტები შევკრიბეთ და მათ შორის, შეთანხმების მიღწევა გავაადვილეთ. იმის გამოსწორება რაც შეიძლება ჩვენ ქართველ და უცხოელ სააგენტოებთან ვდგამთ ნაბიჯებს“, - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო:თეა წულუკიანი გელათზე - სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი შეუქცევადი იქნება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს