ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძეს და მის ოჯახს ტენდერებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ

ოთარ ფარცხალაძეს და მის ოჯახს ტენდერებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს. ის აღნიშნულით ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში გასულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ფარცხალაძის და მისი ოჯახის „კლანური კავშირების“ შესახებ“ ილუზიას ქმნიან.

„27 მაისს, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში რეგიონების განახლების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში აბსოლუტურად დაუსაბუთებლად აპელირებდნენ ოთარ ფარცხალაძის ოჯახის ბიზნესინტერესებზე. რამდენიმე წელია, ქვეყანაში მიმდინარეობს ოთარ ფარცხალაძის მიმართ აშკარა და დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური კამპანია, რაც მისი სახელისა და ღირსების შელახვას ემსახურება. დღემდე, არც ერთი ასეთი ხასიათის სიუჟეტში გაჟღერებული ამბავი არ დადასტურებულა და 27 მაისს გასულ სიუჟეტში გადმოცემული ე.წ ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს. ოთარ ფარცხალაძეს და მის ოჯახს არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ სიუჟეტში ხსენებულ ტენდერებთან.

ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება ოთარ ფარცხალაძისა და მისი ოჯახის დისკრიმინაციას ემსხურება. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მსგავსი, ღირსებისა და სახელის შემლახავი, დაუსაბუთებელი ბრალდებების საპასუხოდ. ერთხელ და სამუდამოდ, შევქმნით პრეცედენტს, რათა დასრულდეს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია ოთარ ფარცხალაძისა და მისი ოჯახის მიმართ. ასევე, გაქარწყლდეს დაუსჯელობის სინდრომი, რაც ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა მედიასივრცეში, როდესაც ჟურნალისტები აპრობირებულ საშუალებად იყენებენ სხვისი ღირსების შელახვას რეიტინგული სიუჟეტების მოსამზადებლად, ამ ქმედებით საზოგადოება შეცდომაში შეყავთ და კონკრეტულ შემთხვევაში ქმნიან ილუზიას ფარცხალაძის და მისი ოჯახის „კლანური კავშირების“ შესახებ“, - აცხადებს მოსიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო