ალეკო ელისაშვილი - თუკი ამნისტიის თაობაზე შეჯერებული დოკუმენტი არ იქნება, ჩვენ არანაირ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ

თუკი ამნისტიის თაობაზე შეჯერებული დოკუმენტი არ იქნება, ჩვენ არანაირ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის პრინციპული სხვაობა არ არის.

"ჩვენ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს წინმსწრებად და ავანსად მხარი დავუჭირეთ. მხარს ოპოზიციის ვარიანტსაც დავუჭერთ, ოღონდ იმ დათქმით, რომ თუკი შეჯერებული დოკუმენტი არ იქნება, არანაირ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ. მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას ჩვენ შევთანხმდით, რომ ამნისტიაზე შევთანხმდებოდით. ახლა ჩანს, რომ ვერ ვთანხმდებით. ეს არის სისულელე - არაფერი პრინციპული განსხვავება ამ ორ დოკუმენტში არ არის", - აცხადებს ელისაშვილი.

19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. უმრავლესობის კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ცხრა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა. პარლამენტის 27 მაისის სხდომაზე 19-20 ივნისის მოვლენებზე ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტიც განიხილეს, თუმცა თავად ინიციატორთა მოთხოვნით, მასზე კენჭისყრა გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა