გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე ინვესტორების მიერ შერჩეულ 15 სტარტაპს შორის საუკეთესოები გამოვლინდა

გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე ინვესტორების მიერ შერჩეულ 15 სტარტაპს შორის საუკეთესოები გამოვლინდა, რომლებიც ფონდის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობენ მოლაპარაკებებს. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ღონისძიება მათი მხარდაჭერით ჩატარდა.

„Angel ინვესტორები ისრაელის „სილიკონ ვადიდან“ სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები, პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან - BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს.

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდის ინვესტორმა პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში“,-აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, „თიბისიმ“ პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომია სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორობის ფარგლებში ახალ საინვესტიციო პროდუქტს შევთავაზებთ დაინტერესებულ ინვესტორებს. „თიბისი“ უკვე მრავალი წელია ლიდერობს ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ვაფინანსებთ სტარტაპებს უკვე 6 წელზე მეტია, რადგან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესებისთვის,“ - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი წელს უპრეცენდენტოდ მასშტაბური გახდა, ფონდს შემოუერთდნენ ინვესტორები საქართველოდან, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორობა თიბისის პროგრამა სტარტაპერთან, რომელმაც შექმნა ახალი საინვესტიციო პროდუქტი, მათთვის ვისაც აინტერესებს სტარტაპებში ინვესტირება და მათი შემდგომი მხარდაჭერა“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს