დავით ბერძენიშვილი - გიორგი გახარია სამეგრელოში, ზოგადად, ნაციონალურ ველზე ინადირებს, თბილისში ძირითადად ნაქოცარების იმედად იქნება, მისი შედეგი კი ერთნიშნა იქნება

მე დაბალი აზრის ვარ ვასაძის პოეზიაზე და მის პოლიტიკურ უნარებზე - ვასაძე მეტისმეტად არასერიოზული შეთავაზებაა ქართველების უმრავლესობის ტვინის გამოსარეცხად“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ბევრჯერ სცადა ძალის დემონსტრირება, „მისი მხარდამჭერების მასშტაბები, ძალიან შეზღუდულია“.

„შემოდის ვასაძე“, „შეხვდა დუგინს“, „არიქა, ახლა გვემუქრება თუ არა რუსული ელექტორალური საფრთხე“ - არ გვემუქრება ელექტორალური საფრთხე, სხვა საფრთხე გვემუქრება. მე მიყვარს რიცხვები. 31 ოქტომბრის არჩევნებში, პოლიტიკურმა საარჩევნო სუბიექტმა სახელწოდებით „ქართული მარში“ მიიღო 0.25 %, პოლიტიკურმა სუბიექტმა, სახელწოდებით ჯოჯუა-ფალავანდიშვილი მიიღო 0.41%, ყველა სხვა ასეთმა პრორუსმა, ფსევდოპატრიოტულმა ძალამ მიიღო 0,0,0-პოლიტიკური 0.

ამიტომ, ვასაძის ეს შემოსვლა ელექტორალურად კი არ გვემუქრება, შეიძლება 1-1.5 % მიიღოს, ან ცოტა მეტიც. ელექტორალურ წარმატებაზე არ არის გათვლილი, ელექტორალურად, არჩევნების გზით კი ვერ გახელისუფლდებიან რუსები აქ. მე დაბალი აზრის ვარ ვასაძის პოეზიაზე და მის პოლიტიკურ უნარებზე. მაღალი აზრის ვარ ქართველი ამომრჩევლის შეგნებაზე, იმის მიუხედავად, რომ ის ჯერ კიდევ არ არის ლიბერალური დემოკრატიისთვის, ევროპელობისთვის სრულყოფილად მზად, მაგრამ ვასაძე მეტისმეტად არასერიოზული შეთავაზებაა ქართველების უმრავლესობის ტვინის გამოსარეცხად. ვასაძემ ბევრჯერ სცადა, თავისი ძალის დემონსტრირება, ვნახეთ, რომ მისი მხარდამჭერების მასშტაბები, ძალიან შეზღუდულია. აგერ მოვა თვითმმართველობის არჩევნები, აგერ იქნება ოქტომბერი და ვნახავთ, რა ღირს ელექტორალურად ვასაძე. ნინო ბურჯანაძე გაცილებით სოლიდური იყო, პოლიტიკური ბეგრაუნდი ჰქონდა და 10 % აიღო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, ახლა 1%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.

ეს ადამიანები, ეს არადასავლური ელექტორატი ჯამურად 20%-ზე ნაკლებია ქვეყანაში. როდესაც არის ნინო ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი“, პატარ-პატარა 1%-იანი და ნაკლები ჯგუფები, ჯამურად ის ორიანით არასდროს იწყება ქვეყანაში. გაზომილია ეს სხვადასხვა არჩევნების შედეგით, როდესაც ორნიშნა, 10%-ზე მეტი ძლივს ხდება მათი ჯამი. აქ, შიდა გადანაწილებაში ნინო ბურჯანაძემ სულ გამოათავისუფლა ეს ფლანგი. ვნახოთ, იქიდან რამდენს წაიღებს ვასაძე. რაღაცა ნაწილს მაგ ფლანგიდან გახარია წაიღებს, მოპრორუსო ნაწილებიდან. შესაძლოა, უფრო მეტიც კი წაიღოს, ვიდრე ვასაძე წაიღებს“,- აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ის არ მოელის, რომ საქართველოს საპატრიარქო ლევან ვასაძეს მხარს ღიად დაუჭერს.

„მე არ ველოდები, რომ საქართველოს საპატრიარქო გაბედავს და პირდაპირ, ღიად იქნება ვასაძის მხარდამჭერი. ფარულად რომ იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. საპატრიარქოც ერთგვაროვანი არ არის, ესეც არის. ამიტომ, შევხედავთ, რა და როგორ იქნება“,-აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შედეგი არჩევნებზე ერთნიშნა იქნება.

„ზუგდიდში, სამეგრელოში, ზოგადად, ვფიქრობ, გარკვეულწილად ნაციონალურ ველზეც ინადირებს. თბილისში ძირითადად, რა თქმა უნდა, ნაქოცარების იმედად იქნება. ვფიქრობ, ერთნიშნა იქნება მისი შედეგი, თუ ის კარგად იმუშავებს. არ ველი, რომ გახარია შეძლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო ნაციონალური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მას „კუნძულები“ ექნება ამ „კუნძულებში“ აუცილებლად იქნება ზუგდიდი, ვნახოთ, საკმაო შანსი აქვს, რომ ჰქონდეს თბილისი და რამდენიმე ასეთი „კუნძული“. ვვარაუდობ, რომ ცალკეულ ადგილებში მას ექნება შესამჩნევად მეტი პროცენტი, მაგრამ მაინც ერთნიშნა, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს