ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამახვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იბარებს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამახვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, თუმცა არა დაპირისპირების და ბარიკადების ფონზე.

„ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პარტია „ლელოს“ პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ, უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით.

როცა საზოგადოებაში არსებობს ერთი მხრივ ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და მეორე მხრივ, ათეულობით, 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ მსგავსი პროექტი, რომელიც უკანაც მილიონობით საინვესტიციო თანხა დგას და არ განხორციელებულა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“, საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგოპოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ „ნამახვანჰესი“ იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ის პოლიტიკა გაგრძელდება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეს მწვანე შუქი. „იზი დიუნგ ბიზნეს“ ინდექსი უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ინვესტორების მხრიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი