ირაკლი ნადარეიშვილი - სახელმწიფოს ხელშეწყობით განვითარებული სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული

სახელმწიფოს ხელშეწყობით განვითარებული სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ინვესტორების მიერ შერჩეულმა 16-მა სტარტაპმა პრეზენტაციები გამართა საერთაშორისო ინვესტორებისგან დაფინანსების მოსაპოვებლად.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაში. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში დღეს თავმოყრილია როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ტექნიკური დახმარების, აქსელერაციის, მენტორშიპის მთელი რიგი ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მონაწილეობა და მათი დაინტერესება ეკოსისტემის განვითარებაში და ამ მხრივ, ბოლო ორი წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული.

„გასულ წელს, პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიო დონის აქსელერატორი კომპანია, რომელსაც მოჰყვა, ერთი მხრივ, „საქართველოს ბანკის“ მილიონდოლარიანი საინვესტიციო პაკეტი სტარტაპ-ეკოსისტემაში, ასევე მთელი რიგი კომპანიების მიერ საერთაშორისო ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის სილიკონის ველზე, ამერიკაში. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი პროგრამების თვალსაზრისით ინვესტირებულია დაახლოებით 11 მილიონი ლარი ეკოსისტემის განვითარებაში, ხოლო სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული“ - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ამასთან, გლობალური სტარტაპ-ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ-ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა