მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ნამახვანჰესის“ საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და როგორც ხალხი ითხოვს. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც.

„ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა „ნამახვანი“ და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს, ასე, რომ საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე.

საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის - ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოჯისტიკა, ეს ყველაფერი ის არის, რაც შემოიტანს ფულს და შემოსავალს.

ამ ალტერნატიული წყაროებით ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, საქართველო მით უმეტეს, ამას შეძლებს. ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიცვალა ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში, ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე და კარგი, დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია.

მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და როგორც ხალხი ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და ანტიპათიებისა“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდოემიმართვაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა