ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება

აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება, იზრდება ფრენების რაოდენობა განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც რეგიონს უკვე სტუმრობენ ტურისტები ბელარუსიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ივნისიდან, ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანიები LOT Polish Airlines „ვარშავა - ბათუმი - ვარშავა“, Ukraine International Airlines „კიევი - ბათუმი - კიევი“, ასევე Fly Dubai „დუბაი-ბათუმი-დუბაი“ და Air Arabia „შარჟა-ბათუმი-შარჟა“.

„აპრილის თვის მონაცემებს თუ ავიღებთ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს არსებული ფრენების 60% უკვე აღიდგინა და ეს პროცესი გრძელდება. არსებული მონაცემებით, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 25-მდე ავიარეისი ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყახახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან. 1 ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრებიც, რაც საშუალებას მისცემს მოგზაურებს საქართველოში შემოვიდნენ მეზობელი ქვეყნებიდან და მათი გავლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს