"სტრატეგია აღმაშენებელის" და "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებმა ბრიტანეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართეს

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "რესპუბლიკელებმა" ბრიტანეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა, შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობის პროცესი და ამ შეთანხმების შესრულების მექანიზმები იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების საკითხიც განიხილეს.

"ეს იყო პირველი შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან და სამხედრო ატაშესთან. ჩვენ მიმოვიხილეთ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული. ვისაუბრეთ ასევე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სასამართლო რეფორმის კუთხით, ამნისტიის კანონთან მიმართებაში, ზოგადად არსებულ გამოწვევებზე პოლიტიკური კრიზისის ფარგლებში ქვეყანაში, ისევე როგორც დემოკრატიის კუთხით. ასევე, შევეხეთ საქართველო - ნატოს ურთიერთობებს. თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველო-ნატოს არსებით პაკეტს კონკრეტულ მიმართულებებში. ასევე ვისაუბრეთ ეროვნულ და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ ვაპირებთ,რომ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან. ის მხარდაჭერა, რომლესაც დიდი ბრიტანეთი საქართველოს უწევს, არის მნიშვნელოვანი. არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებსაც ასევე პარლამენტში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დღის წესრიგი იყოს წინ წაწეული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

იხილეთ ვიდეო:"სტრატეგია აღმაშენებელის" და "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებმა ბრიტანეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართეს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა