არასაპარლამენტო ოპოზიცია კელი დეგნანს შეხვდა

არასაპარლამენტო ოპოზიცია საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, სადაც მხარეებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, არჩევნებში მნიშვნელოვანია, რომ პარტიებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემო იყოს შექმნილი.

„ძალიან კონკრეტული წინადადებებია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროცესში იყოს მხარდაჭერილი, ეს ეხება თანაბარი მონაწილეობის, მათ შორის ბლოკების თემას, მათ შორის არჩევნებში პარტიებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნას და რა თქმა უნდა, მე პირადად განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილე, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე, რომელზედაც აბსოლუტურად ყველა ჩვენი პარტნიორი წუხს და ცნობილი პოლიტიკური შეთანხმებაც ითვალისწინებს მართლმსაჯულების რეფორმას, უბრალოდ არჩევნების ჩატარება თავისუფალ პირობებში შეუძლებელია“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:არასაპარლამენტო ოპოზიცია კელი დეგნანს შეხვდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა