დეველოპერულმა კომპანიამ ,,იორკ თაუერსი’’ სამუშაო შეხვედრაში ,,მწვანე მშენებლობა’’ მიიღო მონაწილეობა

28 მაისს დეველოპერულმა კომპანიამ ,,იორკ თაუერსი’’ საქართველოს სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დარგობრივ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის ინფორმაციით, ონლაინ რეჟიმში, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევა ქართული ბაზრის შესახებ და მის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის წევრი, ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია კლიმატის/მწვანე დაფინანსების საკითხებში და 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მწვანე მშენებლობა, რომელიც სამშენებლო სფეროს ახალი და პერსპექტიული მიმართულებაა. „საერთაშორისო დეველოპერული კომპანია ,,იორკ თაუერსი’’ მუდმივად ცდილობს შექმნას ჯანსაღი გარემო და იზრუნოს ეკოლოგიაზე. კომპანიის ყველა პროექტი არის ეკო-მეგობრული და მათ ძირითად ნაწილს სარეკრეაციო ზონები წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა