პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრას გამართავენ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები თემატური მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ ფარგლებში 2021 წლის 29-30 მაისს, ქ.ზუგდიდში გასვლით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ექსპერტი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს წარუდგენს მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების საფუძველზე შემუშავებულ საბოლოო დასკვნის/რეკომენდაციის სამუშაო ვერსიას. აღნიშნული შეხვედრისას თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შესაბამისი კომენტარები და შენიშვნები აისახება თემატური მოკვლევის დასკვნით რეკომენდაციაში.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ქარსაფარი ზოლის დათვალიერება და ამ საკითხზე კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის ადგილობრივი ფერმერებისთვის გაცნობა, ასევე, წარმატებული კოოპერატივების საწარმოო პროცესის დათვალიერება და კომიტეტის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგების გაცნობა კოოპერატივის წარმომადგენლებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს