ანრი ოხანაშვილი მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებზე და შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ინიციატივებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებზე და ამ მიმართულებით, შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილ დოკუმენტში გაწერილ ინიციატივებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მართმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები აღიარებულია არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული ჯგუფების მიერ, არამედ საკითხი აქტიურად ექცევა საერთაშორისო დღის წესრიგში. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჭარბადაა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები.

"ჩვენი პოზიციაა, რომ სასამართლო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ რეფორმას იმისთვის, რომ მათ შორის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. ის, რომ ქვეყნაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის მართმსაჯულებაში არსებული სისტემური პრობლემები", - განაცხადა გურამ იმნაძემ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის შეფასებით კი, საჭიროა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მართმსაჯულების სისტემა კლანური მმართველობისგან გათავისუფლდეს.

მენაბდე იმასაც ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში წარდგენილი ინიციატივები კარგი საფუძველია სასამართლო რეფორმის დასაწყებად ნაბიჯების გადასადგელად, თუმცა საკმარისი არ არის.

"პირველი ნაბიჯია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების პოლიტიკური კონსენსუსის და მიუკერძოებლობის ნიშნით დანიშვნა. მეორე ეს არის, საბჭოში საკვანძო გადაწყვეტილების მისაღებად ორმაგი ორი-მესამედი. მესამე - არსებული პრობლემებისა და სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასება და ამაზე პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილების, რეზოლუციის პერსპექტივის განხილვა. ეს პირველადი საკითხებია. ამის შემდეგ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რას ვუშვებით დაკომპლექტებულ სასამართლოს და როგორ ვაპირებთ მის გაჯანსაღებას. მეორეს მხრივ, თავად მოსამართლეების კლანური მმართველობისგან გათავისუფლებას", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა