ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემა სრულად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან, რაც "ქართული ოცნების" გუნდმა 2012 წლიდან რეფორმების შედეგად გავაკეთეთ

დაუშვებელია სასამართლო სისტემაში პოლიტიკა შევიტანოთ - სასამართლო სისტემა სრულად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან, - ეს განცხადება მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც სასამართლო სისტემას უკავშირდება, ყოველთვის სამართლიანი სახელმწიფოს და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.

"დაუშვებელია სასამართლო სისტემაში პოლიტიკა შევიტანოთ. სასამართლო სისტემა სრულად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან, რაც ჩვენ "ქართული ოცნების" გუნდმა 2012 წლიდან გატარებული რეფორმების შედეგად გავაკეთეთ. შარლ მიშელის დოკუმენტში ჩადებულია კონკრეტული საკითხები. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა აღქმებითა და განწყობებით, არამედ ობიექტური რეალობით. დოკუმენტში ერთ-ერთ საკითხთად ჩადებულია პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რომლებიც კვალიფიკაციით მაღალი კომპეტენციის ადამიანები და ობიექტური, ნეიტრალური შემფასებლები უნდა იყვნენ, რათა ის აღქმები გამოიკვლიონ, რაზეც საუბრობენ", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს