მთავრობის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნა

სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოში წარმოდგენილ განვითარების პარტნიორებს შორის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონლაინ-ფორმატში შედგა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ბუნებრივი რესურსების მიმართულების მნიშვნელობას.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ - მაია ბითაძემ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა - ჰუბერტ ქნირშმა.

"შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განვითარების პარტნიორებს გააცნეს სექტორული პრიორიტეტები, მიღწევები და საჭიროებები, ხოლო, საერთაშორისო პარტნიორებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, სატყეო და დაცული ტერიტორიები; წყალმომარაგება, სანიტარია და ნარჩენების მართვა; ასევე ენერგიის მდგრადი გამოყენება, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა.

თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს ორგანიზებით, წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სტრატეგიული დიალოგის წარმოებას განვითარების პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის", - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა