საბერძნეთის პარლამენტის სპიკერი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საბერძნეთის პარლამენტის სპიკერი კონსტანტინოს ტასულასი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მსურს პირადად და საბერძნეთის პარლამენტის წევრების სახელით გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენი მოვალეობების შესრულებისას.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ამ თანამდებობაზე თქვენ შეიტანთ მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და როგორც ორმხრივი, ასევე საპარლამენტო ურთიერთობების გამყარებაში. გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას“,- წერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა