მძღოლი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ავტობუსს დაეჯახა, დააკავეს

დიდ დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მუნიციპალურ ტრანსპორტს - ავტობუსს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილიდან მიმალულ მამაკაცს სამართალდამცავები დაედევნენ და ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებული პირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ამასთან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს