„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ.

მათ ხელში შემდეგი შინაარსის ბანერები უჭირავთ: „ტყვია თვალში საქართველოსთვის", „კოვიდ-კორუფცია საქართველოსთვის", „ანაკლიის პროექტის ჩაშლა საქართველოსთვის“ და სხვა.

აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარიას „სირცხვილის კორიდორში“ მოუწევს გავლა და „იმ სიმართლის, წაკითხვა რომელიც მათ ბანერებზე წერია”.

„მოვედით ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ გიორგი გახარიას ყოველთვის თან სდევდეს 20 ივნისის აჩრდილი და იმ დანაშაულების აჩრდილი, რომელსაც თითებზეც ვერ ჩამოვთვლით იმდენი აქვს. ადამიანებმა, რომლებმაც კრემლის დაკვეთით მშვიდობიანი დემონსტრანტები დაგვარბიეს, უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევენ და არავითარი მორალური უფლება არ აქვთ მსგავს პლატფორმებზე გამოსვლის”, - აღნიშნა ნიკა ფარულავამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა