რაგბიში ნახევარფინალური მატჩი, რომელიც ქუთაისში უნდა გამართულიყო, მსაჯების პროტესტის გამო ჩაიშალა

საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში, რომელიც ქუთაისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიზეზი მსაჯების პროტესტი აღმოჩნდა.

მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის „აია" და ბოლნისის „ყოჩები“ უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა მსაჯები არ გამოცხადდნენ. როგორც ირკვევა, პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარი ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მსაჯს „ყოჩების" მორაგბემ შეურაცხყოფა მიაყენა.

მორაგბეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა, თუმცა მას ორი თამაშის შემდეგ მოედანზე გასვლის უფლება მისცეს. ბოლნისის „ყოჩების" წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ მორაგბეს დისკვალიფიკაცია ნამდვილად შეუმსუბუქეს, თუმცა გაუგებარია, ეს რატომ გახდა მსაჯების პროტესტის მიზეზი.

მისი თქმით, მომხდარს რაგბის გამგეობა იძიებს. ამ დროითვის უცნობია, როდისთვის გადაიდო თამაში. არსებული ინფორმაციით, თამაშიც ბათუმშიც გადაიდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა