„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე მივიდა.
ზაზა თავაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს ფუძნდება.