„ექსპო ჯორჯიასთან“,  სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, კერძო დაცვის სამსახურსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტებსა და კერძო დაცვის პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ადგილზე განთავსებულ ბარიკადებს მიღმა გადასვლას და „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ კერძო დაცვის პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა.

აქციის მონაწილეებს ბანერებზე 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები ჰქონდათ ასახული. აქტივისტები შეძახილებით - "გახარია მონა", "გახარია რუსეთის მონა", "პარტიას კი არ უნდა ქმნიდე, ციხეში უნდა იჯდე" - სკანდირებდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო