ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი საწარმოს საქმიანობას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი კომპანიის „როიალ - ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდა, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნო. „როიალ - ჯორჯიას" საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პირობებით 5,363 კვ.მ. ფართობის მიწა გადასცა, ხოლო 2020 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საწარმოს ტექნოლოგიური განახლება განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

„როიალ ჯორჯია" სხვადასხვა სახეობის ორთოპედიულ მატრასებსა და ბალიშებს აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნათია თურნავა გაეცნო ახალ საწარმოო ხაზებს, რომლებიც საწარმოში პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დამონტაჟდა. ამან საშუალება მისცა კომპანიას, უარი ეთქვა ნედლეულის უცხოეთიდან შემოტანაზე და მთლიანი საწარმოო ციკლი ადგილობრივი პროდუქციით შეევსო.

საწარმოში განხორციელდა 3,7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კომპანიაში დასაქმებულია 50 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია, საქართველოს გარდა, იყიდება აშშ - ში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და გერმანიაში.

მინისტრთან ერთად, კომპანია „როიალ - ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო