თენგიზ ცერცვაძე - ვარაუდობენ, რომ „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდებს და ბავშვებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, „ინდურ შტამს“ სწრაფი გავრცელების უნარი ახასიათებს.

“ამ შტამს ახასიათებს უფრო იოლი გადამდებობა, შესაბამისად, სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე სტანდარტულს და „ბრიტანულს“. მას „ბრიტანულ შტამზე“ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი ახასიათებს. მეორე კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოიწვიოს კოვიდის გაახალგაზრდავება, ჯერ არ არის ამაზე მყარი არგუმენტები, როგორიც არის სწრაფ გავრცელებაზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შტამი უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასაკობრივი პროპორციების შეცვლა კოვიდით ავადმყოფებში.

მესამე კითხვა, იწვევს თუ არა ის, მძიმე დაავადებას, მეტი სასიკვდილო შედეგით, ამაზეც ჯერჯერობით კვლევა მიდის და არ არის პასუხი. არის პასუხი, რომ ცხოველებში, ექსპერიმენტში მან გამოიწვია უფრო მძიმე დაავადება, რამდენად გამოიწვევს ადამიანებში რეალურად უფრო მძიმე დაავადებას, მომავალი გვიჩვენებს, მაინც საყურადღებოა ეს თვისება, რომ შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება.

ბოლოა იმუნიტეტი, რაც ყველაზე საინტერესოა. ვარაუდობენ, რომ გადატანილი, კოვიდის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი იცავს „ინდური შტამისგან“, მაგრამ არა 100%-ით. სხვადასხვა პროცენტი სახელდება, 50-80%-მდე, მაგრამ არა 100%.

დაახლოებით იგივე სურათია ვაქცინებზეც. ითვლება, რომ დღეს გამოყენებული ეფექტიანი ვაქცინების უმეტესობა ნაწილობრივ იცავს „ინდური შტამისგან“. ოღონდ ერთი მითითებაა, მხოლოდ 2 დოზის მიღების შემდეგ, 2 დოზის მიღებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო