გიორგი გახარია - სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე - ეს იქნება  პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი ლოზუნგი

სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე ეს იქნება „საქართველოსთვის“ - პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი ლოზუნგი“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია სიმართლისა და მოქმედებისთვის ერთიანდება.

„ჩვენ, ალბათ ყველანი შევთანხმდებით, რომ საქართველოში არასდროს გვქონია კარგი იდეების დეფიციტი ან კარგ იდეებზე პრობლემა. შეიძლება ვთქვათ, რომ არ არსებობს დაპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ გაცემულა. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში აშკარად არის სიმართლის პრობლემა, მაშინაც, როცა გვიწევს თვალი გავუსწოროთ მწარე სიმართლეს, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კლასზე, რომლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი და რაც მთავარი, ჩვენთან არის უზარმაზარი დეფიციტი გაცემული დაპირებებზე პასუხისმგებლობის. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ, ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და მოქმედებისთვის. სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე ეს იქნება „საქართველოსთვის“- პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი ლოზუნგი. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ სამართლიანი წესრიგი და სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს თანამედროვე საქართველოში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამართლიანობის გრძნობა, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეები ჩავრთოთ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამისათვის, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ პირველ რიგში, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე ინსტიტუტების სისუსტე. თანამდეროვე სახელწმიფო ეფუძნება ძლიერ ინსტიტიტებს, რომლებიც იმსახურებენ მოქალაქეების ნდობას. დღეს, ჩვენ სამწუხაროდ, აქ გვაქვს პრობლემები და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - შეუძლებელია ისაუბროთ ძლიერ სახელმწიფოზე ძლიერი ინსტიტუტების გარეშე. შეუძლებელია ისაუბროთ სამართლიან წესრიგზე, თუ ეს ინსტიტიტები არ იმსახურებენ ჩვენი მოქალაქეების ნდობას. ჩვენ აქ, აშკარად გვაქვს პრობლემები და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა ჩვენს ინსტიტუტებში იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის. სხვანაირად ჩვენ სამართლიან და ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს უქმნის პირობებს თანაბარი წვდომა ჰქონდეს ქვეყნის შესაძლებლობებზე. მე მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არის პოპულიზმი, მაგრამ მე ძალიან კაგად მესმის ამასთან რომ ჩვენ ყველანი ვერ ვართ თანაბრები. ჩვენ გვაქვს ხვადასხვა განათლება, სხვადასხვა სოციალური გარემო, მაგრამ მე ამას არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია არსებობდეს პრივილეგირებული კლასები. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ეს არის რაც ანგრევს რიგითი მოქლაქეების რწმენას იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ თანაბარ წვდომაზე, ჩვენ გვჭირდება ნათელი წესები, წესები ყველასთვის და პირველ რიგში, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ მათი სიტყვა, ძალა და ჩართულობა არის ზუსტად ისეთივე ფასეული, როგორიც ნებისმიერი სახელმწიფო ჩინოვნიკის“, - აცხადებს გახარია.

ამასთან, მან განაცხადა, რომ ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს სახელმწიფოსთვის.

„აქ ჩვენ არ მივუთითებთ კონკრეტულ მაგალითებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა შეიძლება გვქონდეს. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვსმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტზმი და კორუფციული რისკები. ეს არის უზარმაზარი სისტემური რისკების შემცველი პრობლემა, რომლის მოგვარება ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა