გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოლიტიკური კლასის

ბოლო 1 წლის განმავლობაში მოწმეები ვართ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა დაბეჯითებით მოუწოდებს ჩვენს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქუჩის საშუალებით ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლისკენ, მაშინ როდესაც არავის არაფერი გამოდის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოლიტიკური კლასის.

„ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული წესრიგი, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური პარტიის ისეთ ზეპარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება მაინც, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია შეთანხმდნენ.

გაურკვეველია, რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ. რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ან პოლიტიკურმა ძალებმა, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ, ან ევროატლანტიკურ მომავალზე, საბოლოო ჯამში, რაც მთავარია, რაზე დავობს ეს ხალხი, მაშინ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს ქვეყნის მშვიდობიანი და არაძალადობრივი განვითარება.

ჩვენ, ყველანი ერთად, ბოლო 1 წლის განმავლობაში მოწმეები ვართ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა დაბეჯითებით მოუწოდებს ჩვენს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქუჩის საშუალებით ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლისკენ, მაშინ როდესაც არავის არაფერი გამოსდის, პარალელურად ყველას კარგად გვახსოვს, რომ პანდემიის პირობებში, ორი მილიონი ჩვენი მოქალაქე მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს. ჩემთვის ეს ნათელი ფაქტია, რომელიც ნიშნავს, რომ დღეს, ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის“,-აღნიშნავს გახარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო