ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩეხეთის საქველმოქმედო ფონდის REGI BASE I-სა და  REGI BASE GEORGIA-ს  დამფუძნებლებს უმასპინძლებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ხვალ უწყებაში, ჩეხური საქველმოქმედო ფონდის, REGI BASE I-სა (’’რეგი ბეიზ I’’) და, საქართველოში ამ ფონდის ფილიალის, ფონდ REGI BASE GEORGIA-ს (‘’რეგი ბეიზ ჯორჯია’’) დამფუძნებლებს_ჰინეკ ჩეხსა და მიხეილ ტარახჩევს უმასპინძლებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სტუმრები უწყების სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციულ მოწყობას, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამსახურის და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს და იმ გამოწვევებს გაეცნობიან, რომლებიც სამსახურისა და მისი ბენეფიციარების წინაშე დგას.

მათივე ინფორმაციით, დაიდება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ და დაშავებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჩეხეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კურორტებზე მათ სრულ სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარებას, სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.

„საქველმქომედო ფონდი REGI BASE I ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე REGI შამსი გახლდათ, რომელიც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში; 2008 წლის 17 მარტს, ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, ექვსი თვის განმავლობაში, უგონოდ იწვა. მისი ინიციატივით შექმნილი ამ ფონდის წყალობით, მან შეძლო, რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა, 2015 წლის იანვარში ირჟი შამსი განუკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა კი, აგრძელებს მუშაობას და მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება. ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში, REGI BASE GEORGIA-ს (‘’რეგი ბეიზ ჯორჯია’’) დაფუძნდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო