ზურაბ ნოღაიდელი - „ნამახვანი“, „ხუდონი“ და „ნენსკრა“ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

საქართველოში, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა არ იქნება საკმარისი. ეს ზრდა მხოლოდ მოსახლეობის 40% -ის მდგომარეობას გააუმჯობესებს და 60%-ისას კი გააუარესებს, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ამ 60 %-ის გარკვეულმა ნაწილმა ქვეყნის დატოვებაზე, უცხოეთში გადახვეწასა და იქ მუშაობაზე იფიქროს.

„ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ამიტომ ეს საპროგნოზო პარამეტრი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. ჩვენ გვჭირდება 10%-იანი ზრდა მომდევნო 10 წლიან პერიოდში, რომ მთელი მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს და არავინ იფიქროს ქვეყნის დატოვებაზე.

10%-იანი ზრდის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კი აუცილებელი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის ჰიდროპროექტების, მათ შორის ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების განხორციელება. ამისთვის მცირე და საშუალო ჰესების გამართვა საკამარისი ვერ იქნება“ , - განმარტა ნოღაიდელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს