გიორგი ვაშაძე - ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, უნდა დასრულდეს

ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას - ერთთვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას გამოეხმაურა.

ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, გადაწყვეტილება სრულფასოვანი უნდა იყოს და შარლ მიშელის დოკუმენტსაც ხელი უნდა მოაწეროს.

„ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს მოაწერენ ხელს ამ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ეს ერთთვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა, მგონი, უნდა დასრულდეს, ამიტომ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

შედიხარ და დოკუმენტს ხელს არ აწერ ანუ რა - იმ რეფორმების რეალიზებაში არ იღებ მონაწილეობას? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ თუ რას ნიშნავს ეს? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოა, ზრდასრული ადამიანები ვართ, პოლიტიკური ძალები ვართ და თუ იღებ გადაწყვეტილებას სრულფასოვნად უნდა მიიღო და არა სანახევროდ",“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო