ხატია დეკანოიძე - დღეს წარმოდგენილი იქნება კვლევა, რომელიც ჩავატარეთ, რათა გაგვეგო მხარდამჭერების აზრი - მე მხარს დავუჭერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას

ჩვენ უნდა მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ახლა ამ ახალ მოცემულობაში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს, რომ პარტიამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოს.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ კენჭისყრაზე გამოვიტანთ საქართველოს საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკითხს. გუშინ დავასრულეთ რეგიონალური ტური, სადაც ნიკას და პარტიის ლიდერებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეების, აქტივის, ამომრჩევლის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტაცია ამ საკითხზე და მინდა გითხრათ, ნამდვილად, კამათი იყო ძალიან ცხარე ბევრ რეგიონში. სულ რამდენიმე საათი დაგვრჩა იმ წერტილამდე, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ახლა ამ ახალ მოცემულობაში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად და მათ შორის, საქართველოში "ქართულ ოცნებას" ამ ისედაც მიტაცებულ ქვეყანაში არ ჰქონდეს კომფორტი, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა მათ ვერ გაიგონ. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია, მე მხარს დავუჭერ დღეს სხდომაზე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის გაგარძელებას.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, დღეს წარმოდგენილი იქნება ჩვენთვის კვლევა, რომელიც ჩავატარეთ, რათა გაგვეგო ჩვენი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი აზრი და იცით, რომ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველა ერთად, ნებისმიერ საკითხზე რაც არ უნდა ცხარე არგუმენტაცია გამოიწვიოს ამ საკითხმა, შევჯერდებით“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს