ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა ემსახუროს ერთ მთავარ მიზანს, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ საშემოდგომო არჩევნებზე

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება იმ პრინციპების და სიტყვების მიმართ, რომელიც ჩვენ გვქონდა და ვუთხარით ჩვენ ამომრჩევლებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ერთ მთავარ მიზანს, „რაც შეიძლება ეფეტქურად გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ საშემოდგომო არჩევნებზე“.

„პირადად ჩემი პოზიცია არის ცნობილი და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება იმ პრინციპების და სიტყვების მიმართ, რომელიც ჩვენ გვქონდა და ვუთხარით ჩვენ ამომრჩეველს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტებია მეორე მხარეს. ამ არგუმენტებს შორის გამოვყოფდი საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვან პოზიციას, რომ ამ ეტაპზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში და ისე გააგრძელოს ბრძოლა. ასე იქნება და თუ ისე იქნება, ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა ემსახუროს ერთ მთავარ მიზანს - რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიდეს „ ნაციონალური მოძრაობა“ საშემოდგომო არჩევნებზე.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა წევრი ჩვენ პოლიტიკურ საბჭოში და იმედი მაქვს ჩვენი მხარდამჭერებიც, დაემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას და შემდეგი ნაბიჯები იქნება სრულად კოორდინირებული ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“ , - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა