ხატია დეკანოიძე - თუ გახარია არ გასცემს პასუხს მნიშვნელოვან კითხვებს, იგი ვერ იქნება ოპოზიციის ადგილას - გუშინ საუბრობდა კორუფციასა და ნეპოტიზმზე მაშინ, როცა ეს „ქართულ ჯიგრულ პონტში“ მისთვის მისაღებია

გიორგი გახარია გუშინ საუბრობდა კორუფციაზე და ნეპოტიზმზე მაშინ, როცა კორუფცია და ნეპოტიზმი „ქართულ ჯიგრულ პონტში“ მისთვის მისაღებია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მისი პარტიის პრეზენტაციას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, თუ გახარია „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი არ არის, მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ეს არის რასაც დიდი ხანია ვამბობთ, იმ შემთხვევაში თუ გახარია არ გასცემს პასუხს მნიშვნელოვან კითხვებს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, მათ შორის 20 ივნისი, ია კერზაიას მკვლელობა, პანკისი, ზვიად რატიანის ცემა და ძალადობა მასზე და ძალიან ბევრი საკითხი, ამ შემთხვევაში, იგი ვერ იქნება ოპოზიციის ადგილას. ისედაც ძნელად წარმომიდგენია და რთულია იმის აღქმა, გიორგი გახარია, რომელიც გუშინ საუბრობდა კორუფციაზე და ნეპოტიზმზე, მაშინ როცა ქართულ ჯიგრულ პონტში (უკაცრავად ამ გამოთქმისთვის) მისთვის მისაღებია ასეთი კორუფცია და ნეპოტიზმი. ასეთი საუბარი ლამაზი ეკრანებიდან ბევრი გვინახავს. თუ ის არის "ქართული ოცნების" მაშველი რგოლი, მას არავითარი შანსი რაიმე სახის პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქვს. თუ არის ცალკე, მაშინ გამოვიდეს, გასცეს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო