,,ლელოში” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები სრულდება

"ლელოში” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები საბურთალოს რაიონის ადგილობრივი არჩევნებით დასრულდა.

„ლელოს“ ინფორმაციით, კრწანისის, დიდუბის, ჩუღურეთის, ვაკის, ნაძალადევის, მთაწმინდის, გლდანის და ისნის რაიონებში რეგისტრირებულმა პარტიის წევრებმა რაიონულ კონფერენციებზე აირჩიეს მმართველი ორგანოები, გამგეობები და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები.

პარტიის ცნობით, შიდაპარტიულ, თანამონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით, პარტიის წევრებს ეძლევათ საშუალება კონკურენტულ გარემოში, ერთის მხრივ, საკუთარი კანდიდატურები წარმოადგინონ მმართველი ორგანოების წევრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თავად აირჩიონ გამგეობები არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით.

„გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი.

სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე.

არჩევნების პროცესში პარტია "ლელოს" 656 ახალი წევრი შემოუერთდა, რომელთათვისაც პარტიის წევრად გახდომის მთავარი სტიმული არჩევნების პროცესში მონაწილეობა იყო.

,,ლელოში” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციები 16 მაისს დაიწყო და 30 მაისს დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა