ბადრი ჯაფარიძე - გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოყვანა ემსახურება ერთ მიზანს - შექმნას ალტერნატივა „ქართული ოცნებისთვის“ და არ დაკარგოს ამომრჩეველი

გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოყვანა ერთ მიზანს ემსახურება, შექმნას ალტერნატივა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორმე არ დაკარგოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თანმიმდევრული ოპოზიციური პარტიების ამოცანაა, რომ ქვეყანაში დამკვიდრებული არსებული ვითარება საკუთარი შედეგით „გადატეხონ“.

„ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ არა გახარიას პოლიტიკაში შემოსვლაზე, რომელიც, ჩვენი აზრით, მორიგი მცდელობაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ როგორმე იმ ელექტორატის შენარჩუნება მოახერხოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა. ჩვენი ამოცანაა, უკვე პარლამენტიდან მოვახერხოთ ბრძოლა უმძიმეს გამოწვევებთან, რომელსაც ქვეყანა ეჯახება. ამ გამოწვევების ერთ-ერთი შემოქმედი გახარიაა, ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა კონცენტრირებაა იმ უმწვავესი პრობლემის გადაჭრაზე, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად ეჯახებიან, ესაა: პანდემია, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, გარე გამოწვევები, ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს.

გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოყვანა ერთ მიზანს ემსახურება, შექმნას ალტერნატივა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორმე არ დაკარგოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ჩვენი ამოცანაა თანმიმდევრული ოპოზიციური პარტიების, რომ გადავტეხოთ ჩვენი შედეგით არსებული ვითარება, რომელიც ქვეყანაშია დამკვიდრებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს