„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო დასრულდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე მსჯელობდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება 18:00 საათზე გამოცხადდება.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს წარმოადგენენ კვლევას, რომელიც ჩატარდა, რათა მხარდამჭერების აზრი გაეგოთ.

პარტიის წევრების ნაწილი ღიად აფიქსირებს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხს, მხარს დაუჭრენ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი, შეხვედრები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან რეგიონებშიც გამართა.

ცნობისთვის, პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს