მამუკა ხაზარაძე - მივესალმები ყველა ოპოზიციონერის შემოსვლას პარლამენტში და ერთიანი ფრონტით უახლოესი არჩევნების ისე ჩატარებას, რომ  2022 წელს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

მივესალმები ყველა ოპოზიციონერის შემოსვლას პარლამენტში და ერთიანი ფრონტით ამ უახლოესი არჩევნების ისე ჩატარებას, რომ 2022 წელს დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები , - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა გეოპოლიტიკური და სხვა გამოწვევის წინაშეა და კარგი იქნება თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.

„ლელომ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტზე. „ლელო“ შევიდა პარლამენტში და გახდა პირველი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში. მივესალმები ამ დოკუმენტის გარშემო ოპოზიციის მთლიანად შემოსვლას პარლამენტში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ არეალს დაუტოვებ „ქართულ ოცნებას“, უფრო მეტად მიითვისებენ ამ ქვეყანს, რომელიც ნამდვილად არ ეკუთვნით მათ. ქვეყანა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე არის და არ არის მარტო, ეკონომიკური, პანდემიური და სიღარიბის გამოწვევა, უკვე გეოპოლიტიკური სერიოზული გამოწვევაა ქვეყნის წინაშე და ამიტომ მივესალმები ყველა ოპოზიციონერის შემოსვლას პარლამენტში და ერთიანი ფრონტით ამ უახლოესი არჩევნების ისე ჩატარებას, რომ 2022-ში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ამ ქვეყნის გადატვირთვა მოხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით და ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ ოპოზიციამ არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“, რომ 43 % მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო