ნიკა მელია - მივმართავ ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, კვლავ უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა - ქვეყნის წარმატებას თუ არა ერთობა, დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ

მე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ - ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, ოპოზიციამ კვლავ აჩვენოს ერთობა.

მისივე თქმით, რჩება მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან.

„მე, პირადად თავს არ დავზოგავ, მე ამ ქვეყანაში, ამ ხელბორკილ დადებულ სახელმწიფოში ცხოვრებას წლების განმავლობაში, მით უმეტეს, იმ ცოდნით, რომ შვილი უნდა გავზარდო ამ ქვეყანაში, დიახაც, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ისტორია გვიკრძალავს ჩვენ უკან დახევას, რუბიკონი გადალახულია, გავლებული ხაზი გადალახული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან და დაგარწმუნებთ, რომ საქართველო გაიმარჯვებს უკანასკნელ 4 თვეში.

მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, მე არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ჩვენ კვლავ უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა, ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან და უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, რადგან ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც სახელმწიფოს გათავისუფლება მტაცებლებისგან ჰქვია, მე არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავეა ან უდანაშაულო, არ ვამბობ, რომ ჩვენც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაშიც. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს შანსს არ დავუტოვებთ, რომ მომდევნო დამატებით თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელია მელია ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს