ნიკა მელია - მოცემულ მომენტში მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს - გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა

შესაძლებელია, ადამიანი გვისმენდეს და ამბობდეს: საწადელს მიაღწია ივანიშვილმა, საერთო ოპოზიციური ერთობა წარსულს ჩაბარდა არა, არა და არა! არავითარ შემთხვევაში არა! ეს იმდენად ძვირფასი საჩუქარია ოლიგარქისთვის, მერწმუნეთ ოპოზიცია ამ საჩუქარს არ გაიმეტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში გადადის!

„ახლახანს დასრულდა ჩვენი პოლიტიკური საბჭოს უმნიშვნელოვანესი სხდომა და მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებით მინდა, მოგმართოთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და გულშემატკივარს.

ბოლო თვეები ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი გზა განვლეთ, აღსავსე ბრძოლითა და თავგანწირვით. შარშანდელი 2020 წლის მოპარული არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად არ შევეგუეთ და არ მივიღეთ სიყალბე. საზოგადოებასაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნებისას ხელისუფლებაში მყოფი გამოიყენებს ყველაფერს: თაღლითობას, ძალადობას, მოსყიდვას, ტყუილს და ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

მოდით, ძალიან მოკლედ და სწრაფად დავსვათ ერთი შეკითხვა: რამდენად სწორი იყოს გადაწყვეტილება თვეების წინ პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით? მე ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ნაბიჯი, რომელიც ერთიანმა ოპოზიციამ გადადგა. რა მამხნევებდა ამ თვეების განმავლობაში ყველაზე მეტად? პირველ რიგში, საზოგადოება ურყევია, მტკიცეა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია! ბრძოლა იმისათვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო გავათავისუფლოთ. მე დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე თვე გვაშორებს, რომ ეს ყველაფერი მოხდება! უკან დასახევი გზა აღარავის აღარ გვაქვს! შესაძლებელია ახლა, არც თუ ისე ცოტა ადამიანი გვისმენდეს და ამბობდეს, საწადელს მიაღწია ივანიშვილმა და საერთო ოპოზიციური ერთობა წარსულს ჩაბარდა - არა, არა და არა! არავითარ შემთხვევაში არა! ეს იმდენად ძვირფასი საჩუქარია ოლიგარქისთვის, რომ მერწმუნეთ ოპოზიცია ამ საჩუქარს არ გაიმეტებს! მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ხელებს იფშვნეტდა, მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილისთვის სანუკვარი ოცნება იყო, რომ საქართველო, როგორც ასეთი, საერთაშორისო არენაზე აღარ ყოფილიყო წარმოდგენილი, მთელი ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვითარება ახლა დრამატულადაა შეცვლილი და საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი ქართველ ხალხთან ერთად დგას. რაღა დაგიმალოთ და პირადად ჩემთვის, ეს დღეები უმნიშვნელოვანესი იყო. მეგობრებთან, კოლეგა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ჩვენ საკმარისი სიმტკიცის, ბრძოლის, გამძლეობის უნარი გვაქვს, იმისათვის რომ გავიმარჯვოთ! ძვირფასო მეგობრებო, ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში! - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არცერთი კომფორტულ ზონას არ დაუტოვებენ.

„არ შემიძლია ძალიან ხაზგასმით და ცალკე აღფრთოვანებით არ მოვიხსენიო, ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც თვეების განმავლობაში აგრძელებენ პროტესტს, იქნება ეს პარლამენტის წინ მტკიცედ მდგომი სამოქალაქო აქტივისტები, თუ ბათუმის ასევე თავისუფალ სივრცეში მდგომი უამრავი ადამიანი. ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს, ბრძოლას გავუმართავთ ყველას. იქნება ეს საპარლამენტო დარბაზი, თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფლები, რაიონში, მთაში, ბარში ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წინააღმდეგობა ექნება. წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს! ეს გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა, ჩვენზეა დამოკიდებული.

ბევრი რეგიონი შემოვიარე უახლოეს დღეებში და იმაში დავრწმუნდი, რომ საზოგადოება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას ელოდება. ეს ყველაფერი ჩვენზე, პოლიტიკოსებზეა დიდწილად დამოკიდებული. უნდა გამოვტაცოთ ოლიგარქ ივანიშვილს თბილისი, მთელი საქართველო. იყო პოლიტიკაში ნიშნავს, პასუხისმგებლობა გქონდეს! გამარჯვება, ხალხო, პირველ რიგში, უნდა ვიწამოთ და ამის შემდეგ გამარჯვების საკითხი გაფორმების საკითხი გახდება“, - განაცხადა მელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო