შალვა პაპუაშვილი - ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს, ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს, ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს - მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს, რომელი სიტყვა შეუსრულებიათ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პარტია პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენეტს ხელს არ აწერს.

პაპუაშვილის თქმით, პარტია დოკუმენტსაც მოაწერს ხელს.

„ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს. ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს. ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს. ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს. მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო