მამუკა ხაზარაძე - უახლოეს ორ თვეში "ლელო" დაფუძნებული იქნება საქართველოს მასშტაბით

უახლოეს ორ თვეში "ლელო" დაფუძნებული იქნება საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელო" ამთავრებს პირველადი ორგანიზაციების კონფერენციებს.

„ღონისძიებამ გადააჭარბა მოლოდინს, რადგან იყო საკმაოდ სერიოზული კონკურენცია და რაც მთავარია გამჭვირვალობა. დემოკრატიული პრინციპები, არჩევითობა რომელიც დავნერგეთ პარტიაში. შიდაორგანიზაციული არჩევნები მიმდინარეობს ძალიან გამჭვირვალედ.

უახლოეს დღეებში, მსგავსი კონფერენციებით ჩვენ გავემგზავრებით რეგიონებში. უახლოეს ორ თვეში, პარტია "ლელო" დაფუძნებული იქნება პირველადი ორგნიზაციებით მთელი საქართველოს მასშტაბით, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტია “ლელოს“ თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

შიდა ორგანიზაციული არჩევნები პარტია "ლელოში" 16 მაისს დაიწყო და დღეს სრულდება. აირჩიეს თბილისის ათივე რაიონული ორგანიზაციის მმართველი რგოლი.

არჩევნების პროცესში "ლელოს" 867 ახალი წევრი შეუერთდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს