ვარლამ გოლეთიანი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური - ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც ხეობაში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეიქმნა.

ის რიონის ხეობაში აღმართული ბარიკადების აღებას მოითხოვს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ და ისინი კანონს არ არღვევენ.

„მთელი საქართველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში ამ ბარიკადების სახით. ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ, გზის გადაკეტვის უფლება არავის აქვს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური. ჩვენი მოთხოვნებით პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება. ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს უტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს. ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“,-განაცხადა გოლეთიანმა.

სოფელ გუამთში, „გუმათჰესთან“ დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს აწვებიან და ხელს უტყამენ. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მანამდე, „რიონის ხეობის მცველები“ ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ტერიტორიაზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა