ვარლამ გოლეთიანი - დილის 05:00 საათზე ვართ საჭირო, გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, დარჩეთ - არ უნდა მივცეთ კომპანიას საშუალება, რომ ხეობაში მანქანები შემოიყვანოს

"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა გუმათში შეკრებილებს მოუწოდა, რომ დილის 05:00 საათამდე დარჩნენ, რათა კომპანიას არ მისცენ საშუალება, რომ ხეობაში მანქანები შეიყვანოს.

"დილის 05:00 საათზე ვართ საჭირო მეგობრებო. გთხოვთ, რომ ვისაც შეგიძლიათ დარჩეთ. კაცებს მოგმართავთ განსაკუთრებით. კომპანიას უნდა გადავუკეტოთ გზა. დავმშვიდდეთ დღეს. არ უნდა მივცეთ საშუალება კომპანიას, რომ ხეობაში მანქანები შემოიყვანოს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ნაწილი ხეობაში გადასვლას ტყის ბილიკით ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მოგვიანებით, ვითარება " გუმათჰესთან" უშუალოდ იმ ტერიტორიაზე დაიძაბა, სადაც ბარიკადებია აღმართული. აქტივისტები რკინის ჯებირებს აწვებოდნენ და ხელებს ურტყამდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა