დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც ისწავლა და კარგად გამოსდის, საკუთარ მოსახლეობასთან დიდი კედლების აგება და პოლიციური სანქციებია

„ოცნების“ ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც ისწავლა და კარგად გამოსდის, საკუთარ მოსახლეობასთან დიდი კედლების აგება და პოლიციური სანქციებია, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმაა, რაც შეიძლება მეტი მოიპარონ და „ეშპილკაონ" ოპოზიციას.

„როგორ შეჭამონ, რაც შეიძლება მეტი მოიპარონ, ქვეყანა ააშენონ კი არა, როგორ „ეშპილკაონ" ოპოზიციას, ესაა „ოცნების" სამოქმედო გეგმა. დღეს საქართველოში სოციალური გაზის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ესენი კი, გაზის ტარიფს ადამიანებს კიდევ 8 თეთრით უზრდიან და მეც მერამდენედ ვკითხულობ: რატომ არ არის არცერთი ტარიფის ასახვაში ის მილიარდი კუბამეტრი, რომლიდანაც 500 მილიონი გვეკუთვნის 55 დოლარად, 500 მილიონი კი უფასოდ?!

ანუ, როდესაც მილიარდი კუბამეტრის შეჯერებული ტარიფი გამოდის 27 დოლარი - 1000 კუბამეტრზე, მაშინ ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვიხდით 155 დოლარს?! სად მიდის ეს ფული?!

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიდი კორუფციული სქემებია ჩადებული და 24 საათი მხოლოდ იმ კომბინაციებით არიან დაკავებულები, როგორ მოიპარონ და როგორ გაგლიჯონ სახელმწიფოს 400 მილიონი.

შედეგად მივიღებთ იმას, რომ არც წყალი გვექნება და არც ელექტროენერგია, სამაგიეროდ გვექნება ასეულობით მილიონი ვალი, რომელიც ისევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

„ოცნების“ ხელისუფლებამ კი ერთადერთი, რაც ისწავლა და კარგად გამოსდის, საკუთარ მოსახლეობასთან დიდი კედლების აგება და პოლიციური სანქციებია“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა