დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

„ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში შესვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც ის აღნიშნავს, „უსაფუძვლოდ მაგრამ ოპტიმისტურად სჯერა, რომ ისინი კონსტრუქციულობის ელემენტებს გამოიჩენენ".

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, კარგია. უკეთესი იქნებოდა დროზე შემოსულიყო და ეს ამხელა აურზაური თავიდან აგვეცილებინა. მინიმუმ არათანმიმდევრულობაა, თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს, თვლიდნენ, რომ არალეგიტიმურია, შემდეგ მოითხოვდნენ შეთანხმება შემდგარიყო, როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია ჩემი აზრით, თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მე გულის სიღრმეში ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, თუმცა, უსაფუძვლოდ ვფიქრობ აშკარად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამონახავს ძალას იმისთვის, რომ თუნდაც, მინიმალურად კონსტრუქციული, შედეგზე და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული აქტივობები ჩაატარონ და არა მხოლოდ თავიანთი ძალაუფლების მოპოვებისთვის,"- განაცხადა სერგეენკომ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს