დავით სერგეენკო - გიორგი გახარიას ალბათ, მოუწევს განმარტებების გაკეთება, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა

გიორგი გახარიას ალბათ, მოუწევს ძალიან დეტალური განმარტებების გაკეთება, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა გააკეთა იმისათვის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, არ ჰგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის" გიორგი გახარია მკვეთრად გამოხატული კონკურენტი იქნება.

„არ გაჟღერებულა ჯერჯერობით და იმედია მალე გააჟღერებენ მათ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, მაგალითად, როგორ სტრატეგიას სთავაზობენ საზოგადოებას, რა დაფინანსება ექნება ჯანდაცვის სისტემას, როგორი იქნება სოციალური სისტემა, თავდაცვის სისტემა და რა იქნება ძირითადი პოლიტიკის ნაბიჯები. ამის მერე იქნება შესაძლებელი განვსაზღვროთ საზოგადოების რეაქციის მიხედვით, თუ ვის წაართმევენ ან საერთოდ წაართმევენ თუ არა ვინმეს ამომრჩეველს,"- განაცხადა სერგეენკომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა