გიგა ბოკერია - უახლოეს დღეებში კონსულტაციების დაწყება პარტიებს შორის აუცილებელია, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია

გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ, „რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია".

„უკვე მრავალი კვირაა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიის საკითხია, ე.წ. მიშელის შეთანხმება. ვინ უერთდება, ვინ არ უერთდება, ვინ წყვეტს ბოიკოტს, ვინ შედის პარლამენტში. „ევროპულ საქართველოს“ ჩვენი მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს, საზოგადოებისთვის ცნობილია. გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა! ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას არაფერს არ მოუტანს. ახლა ეს დისკუსია უნდა დასრულდეს, ყველას პოზიცია ცნობილია. ახლა, ყველა ვისაც აქვს მართლა, რეალური სურვილი იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გადაერთოს. იმ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია. ამას კონსულტაციები სჭირდება!

იმ ხალხს ვისაც პოლიტიკა აქტიურად აინტერესებს, საპროტესტო ამომრჩეველს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კრიტიკული უმრავლესობაა მინდა მოვუწოდო, პოლიტიკური პარტიები ხშირად კრიტიკას იმსახურებენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამასთან ერთად უიმედობის ქადაგება არაა იმ შედეგის მომტანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა