გიგა ბოკერია გიორგი გახარიაზე - ის, რაც ჯერჯერობით ვიხილეთ, იყო ან არაფრის მთქმელი, ან ცუდის მთქმელი ამ პოლიტიკურ ფიგურაზე

გიორგი გახარიას მხრიდან აღიარება, როცა რამდენიმე თვის წინ იძახდა, რომ ქვეყანაში არანაირი კორუფცია არ არსებობს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არათუ არ არის თანმიმდევრული, არამედ არ არის გულწრფელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ყველას აჩვენა, რომ რეალური ლიდერი არაა.

„ის, რაც ჯერჯერობით ვიხილეთ, იყო ან არაფრის მთქმელი, ან ცუდის მთქმელი ამ პოლიტიკურ ფიგურაზე. ისევე როგორც მისი უახლოესი წარსული, როდესაც მან ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებაში, ან პასუხისმგებლობა ვერ გამოიჩინა, ან ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო. აჩვენა ყველას, რომ ის არაა რეალური ლიდერი.

კორუფცია, როგორც სისტემური თამაშის წესი, ჩვეულებრივი ამბავი, რომ დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში, ამას ადასტურებს არა ის, რომ გახარიამ თქვა ეს, არამედ რეალობა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღე ხედავენ, როცა სახელისუფლებო სტრუქტურებთან შეხება აქვთ. გახარიას მხრიდან ამის აღიარება, როცა რამდენიმე თვის წინ იძახდა, რომ არანაირი კორუფცია არ არსებობს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არათუ არ არის თანმიმდევრული, არამედ არ არის გულწრფელი“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა