ვახტანგ გომელაური - დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია

მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან - დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ პოლიციელის პროფესიულ დღეს! ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან! მინდა პატივი მივაგოთ და გავიხსენოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები, რომლებიც ერთგულად ემსახურენ ქვეყანას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო