ალუდა ღუდუშაური - იმედს ვიტოვებ, გიორგი გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრობის რეჟიმს და არ გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, რაც პრეზენტაციაზე მოვისმინეთ

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, პოლიტიკაში მოსვლა ან გნებავთ, შემობრუნება ტყუილის და სიცრუის ხარჯზე ძალიან ცუდია, - გახარია იყო პრემიერი, შს მინისტრი და თუ ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებებს კორუფციისა და ნეპოტიზმის თაობაზე.

როგორც ის ამბობს, გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი ჰქონდა, რომ გახარიას პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მე-3-4 ადგილს დაიკავებდა, თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ „ნათელი გახდა, რომ მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა და მხოლოდ 5-6- ე ადგილზე თუ გავა“.

„ასევე, ძალიან ცუდია, როცა ის საუბრობს დღეს მისი პრემიერობიდან გადადგომის მიზეზებზე, ასახელებს აბსოლუტურად სხვა მიზეზებს, ჩვენ კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რაც გააკეთა გადადგომის დროს, ეს განცხადებები აცდენილია ერთმანეთთან. ამიტომ იმედს ვიტოვებ, გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრობის რეჟიმს და არ დაადგება და გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, რაც პრეზენტაციაზე მოვისმინეთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, რატომ არ გააკრიტიკა გახარიამ ივანიშვილი, ღუდუშაური აცხადებს, რომ „გახარიას თუ რაიმე ჰქონდა ივანიშვილთან სათქმელი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ივანიშვილის თაოსნობით ქართველმა ხალხმა ქვეყანა იხსნა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა